Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი მინიმუმ 500 000 ევრო ეღირება. ძვირადღირებული ავტომწარმოებელი ქარხნის გასახსნელად ემზადება, სადაც ელექტრომობილებს გამოუშვებს, რაც ჯგუფის წარმოებას მესამედით გაზრდის.

Reuters წერს, რომ იტალიურმა ბრენდმა განაცხადა, რომ ელექტრომობილს მომავალი წლის ბოლოს გამოუშვებს.

სააგენტო წერს, რომ ახალი ელექტრო Ferrari-ის ფასი ბენზინის ძრავიანი ავტომობილის საშუალო გასაყიდ ფასზე, რომელიც ამ წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 350,000 ევრო იყო, 15-20%-ით მეტი იქნება.

ახალი ქარხანა გაბედული ნაბიჯია Ferrari-სთვის, რომელმაც შარშან 14,000-ზე ნაკლები მანქანა აწარმოვა, ახალი მიმართულება საბოლოოდ გაზრდის წარმოების სიმძლავრეს დაახლოებით 20,000-მდე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს Ferrari-მ თავისი Purosangue SUV-ი წარმოადგინა და დაამტკიცა, რომ შეუძლია წარმატებას მიღწიოს ტრადიციული სპორტული მანქანების მიღმა.