ქარიშხალმა მილტონმა, რომელიც აშშ-ის ფლორიდის შტატს დაატყდა, ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია 3 მილიონზე მეტ ადამიანისთვის – მონაცემებს ვებგვერდი PowerOutage.us აქვეყნებს.
ხუთშაბათს ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორიდის 2 მილიონზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ქარიშხალმა გამოიწვია ძლიერი წვიმა და წყალდიდობა შტატში, ასევე სულ მცირე 20 ტორნადო, იტყობინება CBS News.