პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

„მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი კვდება. ამერიკელები არ კვდებიან, მაგრამ ისინი რუსები და უკრაინელები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა.

ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ პრეზიდენტ პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „რაღაცას გააკეთებს, რათა ადამიანებს დაეხმაროს, რომ იცოცხლონ“.

„ყოველკვირეულად 7000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. თუ ამის შეჩერება შემიძლია, მაშინ ვალდებული ვარ, რომ ეს გავაკეთო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ipn.ge