აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შვეიცარიის ოფიციალურ პირებს სავაჭრო დეფიციტის შესახებ ესაუბრა.

„შვეიცარიასთან პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მათთან 40-მილიარდდოლარიანი დეფიციტი გვაქვს. გუშინ ვისაუბრე შვეიცარიის ოფიციალურ პირებს. ეს დიდი დეფიციტია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 69 ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე 10%-დან 41%-მდე ტარიფებს ითვალისწინებს. მათ შორის არის შვეიცარია, რომელსაც აშშ-მა 39%-იანი ტარიფი დაუწესა. საპასუხოდ, შვეიცარიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული არიან და განიხილავენ, როგორ მოიქცნენ არსებულ სიტუაციაში. თეთრმა სახლში კი განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის უარის გამო მიიღეს, რათა ისინი მნიშვნელოვან დათმობაზე წასულიყვნენ.