დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტები უტევდნენ ფრონტის თითქმის ყველა მიმართულებით, -  ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საღამოს ბრიფინგზე განაცხადა.

გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში 56 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.

„კუპიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ 3 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა თავდაცვის ძალების პოზიციებზე ხარკოვის ოლქის სინკოვკას დასახლების მიდამოში. ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლის 4 თავდასხმა, სადაც დამპყრობელი ცდილობდა გაერღვია უკრაინული ჯარების თავდაცვა.

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 7 თავდასხმა. ავდეევკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლის 7 შეტევა“, - აცხადებენ გენშტაბში.

ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, როგორც გენერალური შტაბი აცხადებს, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას კრასნოგორივკას, გეორგიივკას, ნოვომიხაილოვკას, ვოდიანეს რაიონებში, სადაც მოწინააღმდეგემ ავიაციის მხარდაჭერით 21-ჯერ სცადა გაარღვია უკრაინული ჯარების თავდაცვა.

„ორეხოვოს მიმართულებით მოწინააღმდეგემ ავიაციის მხარდაჭერით 7-ჯერ შეუტია უკრაინული დამცველების პოზიციებს დონეცკის ოლქის რაიონებში. ხერსონის მიმართულებით, დღის განმავლობაში, დამპყრობელმა განახორციელა 3 თავდასხმა უკრაინული ჯარების პოზიციებზე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე“, - ნათქვამია განცხადებაში.