დიდ ბრიტანეთში მენინგიტის აფეთქების შემდეგ, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის ვაქცინაცია დაიწყო.
ქვეყნის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს უახლესი რეკომენდაციების თანახმად, უნდა აიცრას ყველა, ვინც 5-15 მარტის პერიოდში კლუბ Chemistry-ში იმყოფებოდა.
ასევე იცრებიან იმ სკოლების ზედა კლასის მოსწავლეები, სადაც შემთხვევები დაფიქსირდა.
კენტის უნივერსიტეტისა და კენტერბერის ქრაისთჩერჩის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებზე, დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევების ახლო კონტაქტებზე.
დიდ ბრიტანეთში მომხდარი, მენინგიტის აფეთქებით გამოწვეული შეშფოთება ქვეყნის საზღვრებს გასცდა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მარტში, კენტერბერში, სტუდენტებს შორის მენინგიტის სწრაფი გავრცელება დაფიქსირდა.
რამდენიმე დღეში დაავადების დაახლოებით 20 შემთხვევა გამოვლინდა. 2 ადამიანი გარდაიცვალა. ათზე მეტი პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა. გამოვლენილია მენინგოკოკი B (MenB), რომელიც შედარებით საშიში ბაქტერიული ფორმაა. ეს შტამი ყველა სტანდარტულ ვაქცინაში არ შედის, რამაც ხელი შეუწყო მის გავრცელებას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინფექცია ღამის კლუბში, სტუდენტურ წვეულებაზე გავრცელდა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი 18 წლის ჯულიეტ კენია, რომელიც დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან ერთ დღეში დაიღუპა. მისი იმამის ცნობით, მოზარდს ღებინება და სახის კანის გაუფერულება აღენიშნებოდა.
მეორე გარდაცვლილი კი კენტის უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტია.
ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე 27 დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული. მომხდარის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სააგენტომ მენინგიტის ვაქცინაციის პროგრამა გააფართოვა ყველა იმ ადამიანზე, ვინც დასახელებულ ღამის კლუბში იმყოფებოდა.
სააგენტომ განაცხადა, რომ ყველას, ვინც 5-დან 15 მარტამდე კენტერბერიში, Club Chemistry-ში იმყოფებოდა, შეეძლო ამ ვაქცინაციის ჩატარება.
მანამდე კი ვაქცინაციას მხოლოდ კენტის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში მცხოვრებ სტუდენტებს სთავაზობდნენ.
MenB ვირუსი მენინგოკოკური მენინგიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია დიდ ბრიტანეთში, თუმცა რუტინული ვაქცინაცია მხოლოდ 2015 წელს დაინერგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტების ამჟამინდელი თაობა და სხვა მოზარდები ამ ვაქცინაციით დაზღვეულები არ არიან.
ჯანდაცვის მინისტრმა, ვეს სტრიტინგმა, BBC-ს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების რისკი „უკიდურესად დაბალი“ რჩება.
ამ შემთხვევის შემდეგ ორმოცმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც მთავრობას და ჯანდაცვის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, უნივერსიტეტებთან ერთად ითანამშრომლონ ვაქცინაციის პროგრამების განხორციელებაზე და გააუმჯობესონ ცნობიერება.
მენინგიტის კვლევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვინი სმიტმა, დასძინა, რომ მთავრობამ „ახლავე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სიცოცხლის გადასარჩენად“, ხაზი გაუსვა MenB-ის „მთელი ცხოვრების მანძილზე ზემოქმედებას“, მათ შორის დაავადებით გამოწვეულ ინვალიდობას.
სპეციალისტების თქმით, ბაქტერია შესწავლილია და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში აფეთქებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მეტი პასუხი იქნება.
მისი თქმით, ისტორიულად, მენინგიტის აფეთქებების დიდი უმრავლესობა წარმატებით იმართებოდა.