ECA International-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ლონდონმა ჟენევას გაუსწრო და ექსპატებისთვის ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი გახდა. მსოფლიო რეიტინგში ნიუ-იორკმა და ჰონგ-კონგმა, შესაბამისად, პირველი და მეორე ადგილები შეინარჩუნეს, შემდეგ მოდის ინგლისის დედაქალაქი, მის შემდეგ კი ჟენევა და ციურიხი.

ერ-რიადი ოთხი პოზიციით წინ წავიდა და მე-15 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო დუბაი მე-11 ადგილიდან მერვეზე გადავიდა. კოპენჰაგენი კი, პირიქით, ხუთი პოზიციით მე-18 ადგილზე ჩამოქვეითდა.

ანგარიშმა მოიცვა 120 ქვეყნისა და ტერიტორიის 208 ქალაქი. ამგვარად, ექსპერტებმა შეადარეს 170-ზე მეტი ყოველდღიური მოხმარების ნივთის ფასები, რომლებსაც ემიგრანტები ჩვეულებრივ ყიდულობენ, მათ შორის საკვების, ტანსაცმლის, გარეთ კვების, კომუნალური და სატრანსპორტო გადასახადების, ასევე სახლის ქირის ხარჯები.

ECA-ს ანალიტიკოსებმა ასევე გაითვალისწინეს ინფლაციური ზეწოლა, ვალუტის რყევები და უძრავი ქონების ბაზრის არასტაბილურობა.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე