ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის სრული შემადგენლობაც გადადგა.

ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ სილინას განცხადება უკვე მიიღო და ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები პარასკევს გაიმართება.

გუშინ, ლატვიის სამთავრობო კოალიციაში შემავალმა „პროგრესულმა“ პარტიამ ევიკა სილინას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

ოთხშაბათს „პროგრესულმა“ პარტიამ გამოაცხადა, რომ სილინას მხარს აღარ დაუჭერდნენ მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი, პოლოკოვნიკი რაივის მელნისი წარადგინა.

ipn.ge