რიგის უნივერსიტეტის (ლატვია) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა წამოაყენა წინადადება შაქრის ჭარბი შემცველობის მქონე პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემოღების შესახებ. კერძოდ, აქციზის ქვეშ უნდა მოექცეს იოგურტები, ბურღულეული, ნაყინი და სხვა ტკბილეული გავრცელდება, რომლებიც 100 გრამ პროდუქტზე 15 გრამზე მეტ შაქარს შეიცავს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ამჟამად, ეს აქციზის გადასახადი მხოლოდ შაქრიან სასმელებზე ვრცელდება, თუმცა რიგის უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის სიმსუქნის ზრდის შესაჩერებლად. ლატვიის მოსახლეობის თითქმის 60%-ს ჭარბწონიანობა აწუხებს და ყოველი მეხუთე ბავშვი ჭარბი წონისგან იტანჯება.