როდ-აილენდის საოლქო სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, გაეყინა მილიარდობით დოლარის ოდენობის გრანტები კლიმატთან დაკავშირებული პროექტებისთვის. გრანტის გაცემას, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, კონგრესმა დაუჭირა მხარი.
მოსამართლე მერი მაკელრის განცხადებით, სამთავრობო უწყებებს, როგორებიცაა გარემოს დაცვის სააგენტო, არ აქვთ შეუზღუდავი უფლებამოსილება, გააგრძელონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგი ან გააუქმონ კონგრესის მიერ წინა ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილებები.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ტრამპის ქმედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა, რადგან ინვესტიციების დაბლოკვით ადმინისტრაცია ხელს უშლის საყოველთაო ჯანდაცვის ინიციატივებს, გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
სწორედ ამ მიზნებისთვის დაფინანსება კონგრესმა პრეზიდენ ჯო ბაიდენის 2021 წლის “ინფრასტრუქტურის ინვესტიციისა და დასაქმების” აქტისა და 2022 წლის “იფნლაციის შემცირების აქტის” ფარგლებში დაუჭირა. ტრამპმა კი დაფინანსება თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს გაყინა და ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც გადაიხედებოდა თითოეული გრანტი იმაში დასარწმუნებლად, რომ დაფინანსება ტრამპის პრიორიტეტბთანაა თანხვედრაში.