ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ელ-იეროზე, ვულკანური კლდის ფერდობზე მდებარე განმარტოებული სასტუმრო El Elevador–ი ონლან ჯავშნებს არ იღებს. აქ დაჯავშნის ერთადერთი გზა ხელნაწერი წერილის გაგზავნაა, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ რა შთააგონებს სტუმარს მოგზაურობისკენ და რის აღმოჩენას იმედოვნებს ამ ტერიტორიაზე.
ყველა მოთხოვნა განიხილება და პასუხი ხელით იწერება - პროცესი, რომელსაც შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. არ ხდება მყისიერი დადასტურება ან სტატუსის განახლებები. ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ ვიზიტორებმა დაჯავშნის ეტაპიდანვე შეძლონ მშვიდი მოგზაურობით ტკბობა.
El Elevador–ის შენობა შენობა, რომელიც 70 წლის წყლის სატუმბი სადგურიდან არის გადაკეთებული, აშენებულია ბეტონისა და ქვისგან. ინტერიერი მინიმალისტურია და ბუნებრივ ტონებშია გაფორმებული. სასტუმროში არ არის Wi-Fi, ტელევიზორები და მობილური ტელეფონის სერვისი.
ტექნოლოგიების მხრივ, მხოლოდ ვინტაჟური ნივთებია: საბეჭდი მანქანა და ფოტოაპარატი.
კეთილმოწყობაში შედის მაღალი ხარისხის თეთრეული და საკვების მარაგი. ამ უჩვეულო სასტუმროს ერთდროულად მხოლოდ ორი ადამიანის განთავსება შეუძლია.
ხელით დაწერილ პასუხთან ერთად, მოგზაურები იღებენ პერსონალიზებულ ბმულს (პროცესის ერთადერთი ციფრული ნაწილი), რომელსაც იყენებენ თარიღების შესარჩევად და დასვენების დასაჯავშნად. რჩება მხოლოდ კანარის კუნძულების უკიდურეს დასავლეთ ნაწილში დროულად ჩასვლა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ლანდშაფტი ჩამოყალიბდა 15 000 წლის წინანდელი პაჰოეჰოს ტიპის ბაზალტური ლავის ნაკადისგან.