ირანი რუსეთთან, თურქმენეთთან და კატართან ერთად სპარსეთის ყურეში გაზის ჰაბის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ოთხშაბათს ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ განაცხადა.

„რუსეთთან, თურქმენეთთან და  კატართან თანამშრომლობით, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გაზის ჰაბი ესელუიეს რეგიონში. მოსამზადებელი ღონისძიებები დაგეგმვის ეტაპზეა", - ციტირებს Mehrnews-ი ოუდჟის სიტყვებს.

მან ისიც თქვა, რომ თეირანი გააგრძელებს ვაჭრობის განვითარებას მეზობელ ქვეყნებთან.

ოუჯის თქმით, ირანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ნავთობისა და გაზისა და ქიმიურ მრეწველობაში. მან ასევე გაიხსენა თეირანის მონაწილეობა ვენესუელაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს სჭირდება ისეთი საწარმოები, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდება და მსგავსი ქარხნების მშენებლობა სხვადასხვა ქვეყანაში გაგრძელდება.

აპრილში ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარაკასში ოუჯის ვიზიტის დროს მან და ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა ხელი მოაწერეს დოკუმენტების სერიას ნავთობისა და გაზის სექტორში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, მათ შორის ნავთობისა და გაზის საბადოების ერთობლივი განვითარების ჩათვლით.