„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი მზად არის მომავალი წლის ზაფხულში ინგლისური კლუბის დასატოვებლად.

გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, 24 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება, მაგრამ თავად თავდამსხმელს ძალების მოსინჯვა ესპანეთის ჩემპიონატში სურს – „რეალში“ ან „ბარსელონაში“.

ჰალანდის მოქმედი კონტრაქტი „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ნორვეგიელმა ამ სეზონში მანჩესტერული კლუბის რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

1tv.ge