ბოლო რამდენიმე საათია საძიებო სისტემა Google შეფერხებით მუშაობს.

გაითიშა Google-ს სერვისები. შესაბამისად, მოქალაქეები ვერ ახერხებენ საძიებო სისტემის გამოყენებას. გარდა ამისა, შეზღუდული აქვთ წვდომა youtube-ზე, google drive-ზე, gmail-ზე და ა.შ.

როგორც downdetector.com-ზე ფიქსირდება, ყველაზე მეტი პრობლემა - 52% ძიებაში ფიქსირდება, 35% - ვებ-გვერდების გახსნაში, ხოლო 13% - რეგისტრაციის გავლაში.

შეფერხება 10:52 საათიდან დაიწყო. ამ ეტაპზე გაითიშულია Google-ის ყველა პლატფორმა - Gmail, Analytics, Youtube, Google maps, Google Talk, Google+, Chrome და ა.შ.

როგორც ცნობილია, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი საქართველოს გარდა სხვა ქვეყ­ნებ­შიც და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის თურ­ქეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, რუ­მი­ნეთ­ში.

ტექნიკური ხარვეზის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

bpn.ge