ამერიკულმა ბანკმა Goldman Sachs Group-მა 2025 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება 39%-ით, ხოლო შემოსავალი 20%-ით გაზარდა, ამასთან, ორივე მაჩვენებელი ბაზრის მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა.

2025 წლის ივლის-სექტემბერში ბანკის წმინდა შემოსავალმა 3.86 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 12.25 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 2.78 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ 8.4 აშშ დოლარს შეადგენს.

FactSet-ის მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსებს შორის კონსენსუსის პროგნოზი ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით აქციაზე 11.03 აშშ დოლარი იყო.

 Goldman Sachs–ის კვარტალური შემოსავალი წინა წლის 12.7 მილიარდ დოლარიდან 15.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზის - 14.12 მილიარდ დოლართან შედარებით.

ვრცლად interfax – ზე