აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (Fed) მარტის სხდომაზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 3.5%-დან 3.75%-ის დიაპაზონში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Washingtonpost-ი აქვეყნებს. 

გადაწყვეტილება მიღებულია მზარდი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, რომელმაც ენერგომატარებლების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.

Fed-ის თავმჯდომარე Jerome Powell აცხადებს, რომ ეკონომიკური პერსპექტივა „ძალიან გაურკვეველია“ და მომავალ გადაწყვეტილებებს მონაცემებზე დაყრდნობით მიიღებენ. ინფლაცია კვლავ რჩება მიზნობრივ 2%-ზე მაღლა, ხოლო ნავთობის გაძვირება დამატებით ზეწოლას ქმნის ფასებზე. მიუხედავად ამისა, Fed-ი ამ ეტაპზე არ ჩქარობს განაკვეთის შემცირებას და ინარჩუნებს ე.წ. „ლოდინის რეჟიმს“, რათა უკეთ შეაფასოს: ომის გავლენა ეკონომიკაზე,ენერგიის ფასების დინამიკა და შრომის ბაზრის მდგომარეობა.

ექსპერტების შეფასებით, ბაზრები ახლა ელოდებიან, რომ 2026 წელს შესაძლოა მხოლოდ ერთი შემცირება განხორციელდეს ან საერთოდ გადაიდოს.

bp.ge