ევროპის სტატისტიკურმა სამსახურმა (ევროსტატი) გამოაქვეყნა 2023 წლის მეოთხე კვარტალის სახელმწიფო ვალისა და 2023 წლის ბიუჯეტის დეფიციტის ევროკავშირისა და ევროზონის მონაცემები.

მონაცემების მიხედვით, ევროზონაში სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა, რომელიც მესამე კვარტალში 89,6% იყო, ბოლო კვარტალში 88,6%-მდე შემცირდა.

ევროკავშირში სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან, რომელიც მესამე კვარტალში 82,4% იყო, მეოთხე კვარტალში 81,7%-ით შეფასდა.

2022 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ევროკავშირში 83,4% და ევროზონაში 90,8%-ით განისაზღვრა.

მეორე მხრივ, მთლიანმა სახელმწიფო ვალმა ევროზონაში 12 ტრილიონ 732 მილიარდ ევროს მიაღწია, ხოლო ევროკავშირში 13 ტრილიონ 863 მილიარდ ევროს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის 2023 წლის ბოლო კვარტალში მშპ-სთან  თანაფარდობით 161,9%, ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი ჰქონდა საბერძნეთს.

მას მოსდევს იტალია 137,3%-ით, საფრანგეთი - 110,6%-ით, ესპანეთი - 107,7%-ით და ბელგია 105,2%-ით.

აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ვალის ყველაზე დაბალი შეფარდება მშპ-სთან ჰქონდა ესტონეთს - 19,6%, ბულგარეთს -  23,1%, ლუქსემბურგს - 25,7% და დანიას - 29,3%.