ევროპაში პირველი მძღოლის გარეშე ტაქსის სერვისი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ამოქმედდა – ეს მხოლოდ საცდელი ან დემო მარშრუტები არ არის - რობოტაქსის შეკვეთა უკვე შესაძლებელია აპლიკაციის საშუალებით. ათიათასობით კილომეტრის გავლის შემდეგ არც ერთი ავარია არ დაფიქსირებულა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
რობოტაქსები საკუთარ მარშრუტებს თავად გეგმავენ და ქალაქში კამერებისა და რადარის გამოყენებით ნავიგაციას ახდენენ. ტაქსის გამოძახების პროცესი თითქმის იგივეა, რაც ჩვეულებრივი ტაქსის სერვისების შემთხვევაში.