ხორვატები კვლავ ლიდერობენ ევროპელების რეიტინგში, რომლებიც ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ მშობლებთან: საშუალოდ, ისინი მშობლების სახლიდან წასვლის გადაწყვეტილებას თითქმის 32 წლის ასაკში იღებენ. ამ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო Eurostat ავრცელებს.

მშობლების სახლიდან 30 წლის შემდეგ გადადიან სლოვაკეთის (საშუალოდ 31), საბერძნეთის (30,6), ესპანეთის (30,4), ბულგარეთისა და იტალიის (30) მცხოვრებლები.

ჩრდილოეთ ევროპის მცხოვრებლები უფრო ადრე ხდებიან დამოუკიდებლები, ვიდრე სხვა ევროპელები: ფინეთში ეს ხდება საშუალოდ 21,4 წლის ასაკში, ხოლო შვედეთსა და დანიაში 21,8 წლის ასაკში.

ევროკავშირის მოქალაქეები საშუალოდ ტოვებენ მშობლებს 26,3 წლის ასაკში.

euro-pulse