ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებმა დღეს მკვეთრი ვარდნა განიცადა. გაზის ფასების კლება აშშ-ირანის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფონზე მოხდა. ამან ასევე გამოიწვია ნავთობის ფასების და ნავთობკომპანიების აქციების ფასების ვარდნა.
ნიდერლანდების TTF ჰაბზე ბუნებრივი აირის მაისის ფიუჩერსების ფასი 20.18%-ით დაეცა და მინიმუმ 42.50 ევროს მიაღწია მეგავატ/სთ-ზე, ანუ 521.70 აშშ დოლარს 1000 კუბურ მეტრზე მიმდინარე ვალუტის კურსით. Bloomberg-ის ცნობით, ეს იყო ყველაზე დიდი დღიური ვარდნა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.