გერმანიის ჰამბურგის შტატი განიხილავს ადამიანის ნაშთების კომპოსტირების პრაქტიკის დაშვებას, როგორც დაკრძალვის ვარიანტს.

ეს მეთოდი ეკოლოგიურად უფრო კეთილგანწყობილია, ტრადიციულ დაკრძალვასა და კრემაციასთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ტრადიციული მეთოდით დაკრძალვისას, რაც გარდაცვლილის სხეულის კუბოში მოთავსებასა და მიწაში დამარხვას გულისხმობს, სხეულის ბალზამირებისას გამოიყენება გარემოსთვის მავნე ისეთი ნივთიერებები - ფორმალდეჰიდი, მეთანოლი, ეთანოლი.

რაც შეეხება კრემაციას, ერთი ადამიანის სხეულის დაწვისას დაახლოებით იგივე რაოდენობა სათბურის გაზები გამოიყოფა, რამდენიც ლონდონიდან რომში ფრენისას.

დამარხვის ეკომეგობრული დათანამედროვე ტექნოლოგია გულისხმობს სხეულის მოთავსებას უჟანგავი ფოლადის დიდ კონტეინერში, რომელიც სავსეა ჩალითა და თივით. 40 დღის შემდეგ ასეთ „კუბოში“ მხოლოდ ძვლები რჩება. ამ ნარჩენებს ურევენ კომპოსტს. კომპოსტირებული ნაშთები შემდეგ იკრძალება სასაფლაოზე, სადაც მიიღება მცენარეებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი.

სხვათა შორის, ეს პრაქტიკა უკვე ლეგალიზებულია გერმანიის შტატ შლეზვიგ-ჰოლშტაინში მიმდინარე წლის დასაწყისიდან.

ცნობისთვის, ევროპის ქვეყნებში სულ უფრო ხშირად ფიქრობენ დაკრძალვის პროცესის ეკოლოგიურად კეთილგანწყობაზე. მაგალითად, ნიდერლანდებში მოიგონეს ბიოდეგრადირებადი კუბო, მალტაში კი წყლის კრემაციის ცენტრის აშენებას აპირებენ.