თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს ერთობლივი კომისია შეიქმნას. ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც, რა დროსაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება, რომელიც ეჭვებს არ დატოვებს.