ჩინურმა კომპანია CATL-მა და ავტომწარმოებელმა Stellantis-მა ოთხშაბათს ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ არაგონის რეგიონში ლითიუმ - რკინის ფოსფატის (LFP) დიდი აკუმულატორების ქარხნის მშენებლობის ერთობლივი საწარმოს საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გამართეს.
გარიგება, რომლის შესახებაც პირველად გასულ წელს გამოცხადდა, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩინურ ინდუსტრიულ ინვესტიციას წარმოადგენს.
ოთხშაბათს, ერთობლივი საწარმოს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ პროექტი, სავარაუდოდ, 4000 სამუშაო ადგილს შექმნის.