აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა, ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.
დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. ბაქო აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კარანტინის რეჟიმს იქამდე, „ვიდრე ეს საჭირო იქნება“.
სპეციალური საკარანტინო რეჟიმის დროს ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით.
ქვეყნის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი.