ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზრო პუნქტით, 4%-მდე გაიზარდა.

გამკაცრების მიზეზი, რეკორდულად მაღალი ინფლაციაა. ფასების ზრდა, ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებითაა გამოწვეული.

„მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ინფლაციური წნეხი არ დაიძლევა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია არ შენელდება“, - აღნიშნავენ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკში.

ექსპერტების პროგნოზით, ცენტრალური ბანკის მომდევნო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, რის შემდეგაც სავარაუდოდ, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდეს და მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების ეტაპი დაიწყება.

წლიური ინფლაციის დონე ავსტრალიაში 7%-ის ფარგლებშია, რაც გასული 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.