Bloomberg Intelligence-ის ინფორმაციით, აშშ-მა 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა სტიქიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად თითქმის $1 ტრილიონი დოლარი დახარჯა, რაც ქვეყნის მშპ-ის 3%-ს შეადგენს.

მაგალითად, გასული წლის სექტემბერში ფლორიდას ორი მასშტაბური ქარიშხალი - ჰელენი და მილტონი დაატყდა თავს - შტატის ისტორიაში ყველაზე მწვავე სტიქიების ფონზე, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზარალმა $113 მილიარდი შეადგინა. იანვარში ლოს-ანჯელესის ხანძრებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება კი აშშ-ს კერძო და საჯარო სექტორებს $65 მილიარდი დაუჯდათ.

ახალი კვლევა: “კლიმატის ეკონომიკა: 2025” ათობით წყაროდან საჯარო ინფორმაციას უყრის თავს, რომლის თანახმადაც, 2000 წლიდან დღემდე გლობალურად ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული დანახარჯები $18.5 ტრილიონს აღწევს. ამ თანხის ძირითადი ნაწილი სწორედ აშშ-ზე, კერძოდ კი ქვეყნის კერძო სადაზღვევო კომპანიებზე მოდის, რომელთა დანახარჯებიც 2017 წლის შემდეგ გაორმაგდა.

ჯამურად, სადაზღვევო პრემიების ზრდით, ელექტრომომარაგების შეფერხების და სხვა ტიპის დაზიანებების აღმოსაფხვრელად აშშ-მა 2000 წლიდან $7.7 ტრილიონი დახარჯა, ანუ მშპ-ის ზრდის 36%. კლიმატის ცვლილებისა და ექსტრემალური ამინდის გახშირების ფონზე კი რისკები მხოლოდ მზარდია.

Bloomberg-ის ცნობით, 2016 წლამდე კლიმატთან დაკავშირებული ხარჯების ⅓, როგორც პრევენციის, ასევე აღდგენის მიმართულებით, ფედერალური ბიუჯეტიდან დაიფარა. მას შემდეგ სახელმწიფოს წილი 2%-მდე შემცირდა.

bm.ge