აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით დოლარით შემცირდება საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება.

კანონპროექტი 216 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღეს. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. თანხის უმეტესი ნაწილი, რომელიც მცირდება, გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დასახმარებლად, მაგალითად, დაავადებების, ომის ან ბუნებრივი კატასტროფების დროს. ასევე, მცირდება 1.1 მილიარდი დოლარის დაფინანსება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა მიეღო.

ახლა კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.

„წარმომადგენელთა პალატამ ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირების კანონპროექტი დაამტკიცა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხარჯების, სადაც წელიწადში მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა. რესპუბლიკელები ამას 40 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ეს დიდი ამბავია!”- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

1tv.ge