აშშ-ის მიერ ევროკავშირისთვის 30%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადება შემაშფოთებელია, ეს წინსვლის გზა არ არის, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი აცხადებს.
„აშშ-ის მიერ ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადება შემაშფოთებელია, ეს წინსვლის გზა არ არის. ევროკომისიას შეუძლია, ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და მონდომება და ვიმუშაოთ აშშ-სთან ორმხრივად სასარგებლო შედეგის მისაღწევად“, – წერს სხოოფი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ევროკავშირისთვის 30%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.