ვერტიკალური აფრენის ელექტრო თვითმფრინავების მწარმოებელი Archer Aviation Inc. Boeing Co.-ს სამ განყოფილებას ყიდულობს.

Archer Aviation-ის პრესრელიზის თანახმად, კომპანია შეიძენს Wisk Aero-ს (ელექტრო სამგზავრო თვითმფრინავების მწარმოებელი), Insitu-ს (დრონების მწარმოებელი) და SkyGrid-ს (საჰაერო სივრცის მომსახურების მიმწოდებელი). ეს კომპანიას Boeing-ის უპილოტო ტექნოლოგიებზე წვდომას მისცემს, რაც მის პოზიციას თავდაცვისა და კომერციული ლოგისტიკის სფეროში გააძლიერებს.

გარიგების ფარგლებში, Boeing-ი მიიღებს Archer-ის A კლასის აქციების 19.75%-ს და კომპანიის დირექტორთა საბჭოში წარმომადგენლის დანიშვნის უფლებას.

ვრცლად interfax – ზე