არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირას პორტში ირანული დრონით თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ფუჯაირა ქვეყნის უმსხვილესი პორტი და ნავთობსაცავია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებით, ინციდენტამდე მათ ირანიდან გაშვებული სამი რაკეტის გაუვნებელყოფა შეძლეს.