ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Regeneron Pharmaceuticals-მა განაცხადა, რომ დნმ-ის კვლევის სტარტაპ 23andMe-ს თითქმის ყველა აქტივს 256 მილიონ დოლარად ყიდულობს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა.
შეთანხმება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს გაკოტრების სასამართლომ და აშშ-ის მარეგულირებლებმა. შესყიდვის დასრულება 2025 წლის მესამე კვარტალშია მოსალოდნელი.
23andMe იმუშავებს როგორც Regeneron Pharmaceuticals-ის პირდაპირი ან ირიბი შვილობილი კომპანია და გააგრძელებს გენეტიკურ კვლევებზე ფოკუსირებას.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიოტექნოლოგიურმა კომპანია 23andMe-მ კაპიტალიზაციის 99%-ზე მეტი დაკარგა და გაკოტრების შესახებ განაცხადა.