უკრაინაში გაისად სამხედრო აღჭურვილობის და იარაღის მწარმოებელი გერმანული კონგლომერატის, Rheinmetall-ის, ქარხანა დაიწყებს მუშაობას.
კომპანიის გენერალური დირექტორი, არმინ პაპერგერი გერმნულ გამოცემა Handelsblatt-ს ეუბნება, რომ ქარხანა დაგეგმილი 150,000 სამხედრო ჭურვის ნაცვლად, წლიურად 300,000-მდე ჭურვს გამოუშვებს, ანუ მისი წარმადობა, დაგეგმილთან შეწდარებით, გაორმაგდება.
უკრაინულ საწარმოში Rheinmetall-მა €600 მილიონი ჩადო.
შეგახსენებთ, უკრიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბობს, რომ უკრაინას წელიწადში 1.5 მილიონი ჭურვი სჭირდება. დღეს, Rheinmetall-ის საწარმოები 750,000 ჭურვს ამზადებენ.
ცნობისთვის, უკრაინის გარდა, Rheinmetall-ის საწარმოები ათ ქვეყანაში შენდება, მათ შორის რუმინეთში, უნგრეთში და ლიტვაში.
შეგახსენებთ, მხოლოდ 2024 წელს კომპანიამ $10.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
ამ მომენტისთვის Rheinmetall-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $72.4 მილიარდს უტოლდება.