შვედურმა კომპანია IKEA-მ გეიმერებისთვის ავეჯის კოლექცია - Brännboll გამოუშვა. გაყიდვები 2024 წლის სექტემბერში დაიწყება.

კატალოგში შედის ერგონომიული სკამები, სამუშაო მაგიდა დასაკეცი მაგიდით, კარადა ბორბლებზე, კალათა, რომელიც შეიძლება გახდეს ყავის მაგიდა, მაუსის საფენი, საბანი და მრავალი სხვა.

„ბევრი ნაწილი ემსახურება მრავალ ფუნქციას და შექმნილია სხვადასხვა სივრცეში გადასაადგილებლად და ადაპტირებისთვის, რაც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს სწრაფად შექმნან მყუდრო სათამაშო გარემო და შემდეგ უპრობლემოდ დაბრუნდნენ თავიანთ ყოველდღიურ საცხოვრებელ სივრცეში“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.