ჩინეთში, ქალაქ ხანჩჟოუში ჰუმანოიდ რობოტებს შორის კიკბოქსინგში პირველი ტურნირი ჩატარდა.
რინგზე კომპანია Unitree Robotics-ის რობოტები G1 გავიდნენ. მათ ხელთათმანები და სხვადასხვა ფერის დამცავი ჩაფხუტები ეცვათ. ორთაბრძოლებს რეფერი აკვირდებოდა.
რობოტების არსენალში 9 საბრძოლო ილეთი იყო. თუ წაქცეული რობოტი დათქმულ დროში ვერ დგებოდა ფეხზე, ის წაგებულად ითვლებოდა. ტურნირის გამარჯვებული შავჩაფხუტიანი რობოტი გახდა.