თბილისი-ბაქოს მარშრუტს შვეიცარიული კომპანია Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული სამგზავრო მატარებელი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
Oxu.Az-ის ცნობით, მატარებელს საძინებელი ვაგონები და რესტორანი ექნება.
მატარებელი ორივე მიმართულებით 200-ზე მეტი მგზავრის გადასაყვანად არის განკუთვნილი.
მედიის ინფორმაციით, მატარებელი ბაქოდან 23:10 საათზე გავა და თბილისში მეორე დღეს, დილის 8:41 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით, მატარებელი თბილისიდან საღამოს 9:00 საათზე გავა და ბაქოში მეორე დღეს, დილის 6:24 საათზე ჩავა.
აზერბაიჯანში მატარებლები შემდეგ სადგურებზე გაჩერდებიან: ბაქოს რკინიგზის სადგური, ბილაჯარი, ევლახი, განჯა, აღსტაფა და ბოიუკ კესიკი. საქართველოში მატარებლები გარდაბნის სადგურსა და თბილისის რკინიგზის სადგურზე გაჩერდებიან.
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()