რუსეთის რკინიგზა 8 ივნისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოჭსა და გაგრას შორის ჩქაროსნულ მატარებელ „ლასტოჩკას“ აამუშავებს. ამის შესახებ ჰოლდინგში სააგენტო „ტასს“ განუცხადეს.

“ლასტოჩკა“ სოჭიდან, ქალაქის აეროპორტში შესვლის გარეშე, ყოველდღე, მოსკოვის დროით 11:54 საათზე, ხოლო სოჭის აეროპორტიდან 18:52 საათზე გავა. გაგრიდან სოჭის მიმართულებით, აეროპორტის გავლით, მატარებელი მოსკოვის დროით 07:30 საათზე, ხოლო გაგრიდან სოჭის აეროპორტამდე 15:15 საათზე გაემგზავრება.

მგზავრობის დრო, დაახლოებით, 3 საათი იქნება.

ამასთან, მარშრუტიდან გამომდინარე, მატარებელი გაჩერდება სადგურებზე, „იმერეტინსკი კურორტზე,“ ადლერზე, ხოსტასა და მაცესტაზე, ასევე, გაჩერების პუნქტებზე, გაგრიფშსსა და წერეთელზე (აბაათაზე).

რუსეთის რკინიგზაში აცხადებენ, რომ „მგზავრები საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს რუსეთის ვესელოეს და აფხაზეთის ცანდრიფშის სადგურებზე გაივლიან.“