რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

1tv.ge