დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ აუდიტორიას ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული წარმატებული ინიციატივები გააცნეს.
კონგრესზე განხილულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგია PROBBOX-ი, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, როგორც დაბალი რისკის პრობაციონერთა უნიკალური სარეაბილიტაციო შესაძლებლობა, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის და მისი ეროვნული მნიშვნელობა, ასევე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებაში მიღწეული შედეგები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრობაციის სისტემას ცალკე ანგარიში ეძღვნება.
მკვლევრების მოსაზრებით, პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრად არის განვითარებული და ეს პროცესი, რომელიც უკანასკნელ წლებში დაჩქარდა, განპირობებულია პოლიტიკური ნებით, საკანონმდებლო ჩარჩოს განმტკიცებით, სტრატეგიით, რეფორმების თანმიმდევრულობით და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი მხარდაჭერით.
პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესი 16-18 აპრილს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში გაიმართა.
საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესზე სესია დაეთმო
სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა
ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციას მართავენ, სადაც ADB-ის ღონისძიება მიმდინარეობს
პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა, არა მგონია, რომ კომპრომისის შესაძლებლობა არსებობს - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო
რატომ არიან დიდი ბიზნესები ყველა დროს მთავრობის მხარდამჭერები? - ეკონომიკის ექსპერტი 3 ძირითად მიზეზს ასახელებს