გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოდ ცნობით, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო - მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.