ბორჯომში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 300კვ.მ მიწა და მასზე მდგომი 35კვ.მ ფართობის საპირფარეშო 81 000 ლარად იყიდება.

აუქციონზე გამოტანილი მიწის განმკარგავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროა. აუქციონი 20 მარტს დაიწყო და 28 მარტს დასრულდება.

„სარეალიზაციოდ წარმოდგენილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 300.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა (საპირფარეშო) საერთო ფართით 35.00 კვ.მ (დაუზუსტებელი), მდებარე: ქალაქი ბორჯომი, ქუჩა აღმაშენებელი. ქონება დამრეცი რელიეფისაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონების მახასიათებლებია: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო. დაზუსტებული ფართობი: 300.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი“- ნათქვამია აუქციონის დოკუმენტაციაში