თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე დააკავეს.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
თბილისის გასასვლელში, ავტომაგისტრალზე პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა. მოქალაქეები პოლიციამ ავტომობილში ჩასვეს და გაიყვანეს.
წყარო: ipn.ge