ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, ე.წ. რუსული კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას სოციალურ ქსელX-ის საშუალებით ეხმიანება და საქართველოს მთავრობას მათი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ევროპული საბჭოს ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ არ მიიღოს უცხო ძალის გავლენის შესახებ კანონი არსებული ფორმით. მოვუწოდებთ კანონმდებლებს, მიჰყვნენ ამ რეკომენდაციას და დაიცვან ქართული დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები“, - წერს ბორელი.