Reuters-ის ინფორმაციით, „მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხანამ“, ა.წ. 17 მაისის, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, საქმიანობა შეაჩერა.

აღნიშნული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და იგი რუსეთის დედაქალაქს საწვავით ამარაგებს.

ქარხანა ამუშავებდა 11.6 მილიონ ტონა ნავთობს და იგი აწარმოებდა 2.9 მილიონ ტონა ბენზინს, 3.2 მილიონ ტონა დიზელის საწვავს და 1.3 მილიონ ტონა ბიტუმს.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ქვეყნის მთლიანი ნავთობის გადამუშავების მოცულობის თითქმის 5%-ს შეადგენს, ა.წ. 15 მაისს, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ დაიხურა.

ეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა ამუშავებდა 13.1 მილიონ ტონა ნავთობს, 2.2 მილიონ ტონა ბენზინს, 3.4 მილიონ ტონა დიზელის საწვავს და 4.3 მილიონ ტონა მაზუთს.

ავტორი: საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი.