ჟურნალისტ თენგიზ აბლოთიას პერსონალური მოსაზრება
ქართველ ხალხს სჭირს ორი უმძიმესი, თანდაყოლილი, გენეტიკური შავი ჭირი, რომელსაც ვერაფერმა ვერ უშველა. რომელიც მოგვყვება ათწლეულები, ჯერ კიდევ ღრმა საბჭოეთიდან, და დღემდე აგრძელებს ამ ქვეყნის განადგურებას.
ორივე ეს შავი ჭირი საბჭოური სისტემის მიერ იყო ჩანერგილი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნიადაგი მათთვის ნამდვილად მზად იყო.
ჯერ არ ჩანს, მოვა თუ არა ქვეყანაში ამ 2 შავი ჭირისგან გათავისუფლების დრო. ჯერჯერობით არ ჩანს და მგონი, მე ამას ვერ მოვესწრები.
ეს 2 შავი ჭირია - ქუჩის აკადემია და სუფრის აკადემია.
სანამ ეს 2 აკადემია ცოცხალია - სხვა ვერც ერთი აკადემია ვერ გაიხარებს.
ამ ფოტოდან გამომდინარე, ამჯერად მაქვს საუბარი მეორეზე,
გრუზინული ტრადიციული სუფრა არის ბოროტება. ჭამა-სმის გრუზინული ტრადიცია - არის ბოროტება + დეგრადაცია.
მან დაკარგა ყველანაირი ხიბლი, რომელიც შესაძლოა ოდეზღაც - მე რომ არ ვიყავი ჯერ დაბადებული -ჰქონდა და გადაიქცა სრულ საღორედ.
გრუზინული სურფა, რომელიც გაჩნდა როგორც სოციალური ინსტიტუტი გვიანი სავოკოს დროს, არანაირ ტრადიციულ ქართულ ფასეულობას არ წარმოადგენს, ეს არის საბჭოთა სიმახინჯე.
ჩემი თუ არ გჯერათ - ეროვნული ტანსაცმელი ნახეთ, ის არ მოგატყუებთ. ადამიანს, რომელსაც ჩოხა ეცვა, მინიმუმ დიდი მუცელი არ უნდა ჰქონოდა.
გრუზინულმა სუფრამ ქუჩურ-ქურდულთან ერთად სრულიად გახწნა მთელი ერი და წარმატებით აგრძელებს მის გადაგვარებას დღესაც.
ეს მხოლოდ მორალური მხარე რომ ავიღოთ, პრაქტიკული თვალსაზრისით კი - რამდენი ადამიანი შეეწირა ამ უაზრო, უტვინო ღრეობებს? გაცილებით მეტი, ვიდრე ომს.
ქვეყანა, სადაც ეროვნული ტრადიციებია ჩასკდომა და მოპარვა - განწირულია, ის არათუ ვერაფერს ვერ მიაღწევს, არამედ აუცილებლად გადაშენდება. დემოგრაფიული სტატისტიკა უკვე დღეს მეტყველებს ამაზე..
ამ ქვეყანას არაბული ქალაქები კი არა, საკუთარი რეგვენები მოუღებენ ბოლოს...
ცალკე თემაა ეს დაუმთავრებელი ჩხუბები, რომლებიც წარმოადგენენ სუფრის და ქუჩის აკადემიის ერთობლივ პროდუქტს.
ეს ერი ვერ გაიზარდა. ქუჩაში დადიან 30 წლის ბავშვები, რომლებიც ჩხუბობენ რაღას სისულელეების გამო. ეს დეგრადაციის კიდევ ერთი საფეხურია.
იყო ერთი შესანიშნავი საბჭოთა მსახიობი ზინოვი გერდტი. მას ძალიან უყვარდა საქართველო და ამის მიზეზად ერთხელ ასეთი რამ თქვა - Это прекрасная, детская нация.
გედტს არ უგულისხმია არაფერი ცუდი, მაგრამ მისი სიტყვები - განაჩენია. "ბავშრური ერი"-სთვის არსებობის ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელი განმარტება - ინფანტილური...
P.S. ვინაიდან ბოლო პერიოდში წელიწადში რამდენიმე თევს ვატარებ თურქეთში, და როგორც ჩანს ყოველწლიურად ამ თვეების რაოდენობა გაიზდება, ხშირად ვადარებ აქაურობას და იქაურობას.
თურქებს უყვართ გართობა და ჭამა-სმა, მაგრამ მათი დროის ტარება მილიონჯერ უფრო დალაგებული და ცივილიზებულია ვიდრე გრუზინცების.
პირველ რიგში იმიტომ რომ ზომიერად სვამენ. ეს არაა რელიგიის ამბავი - ისლამი კრძალავს სასმელს როგორც მოვლენას - 100 გრამს დალევ თუ 1 ლიტრას - ორივე ერთნაირი ხარამია.
სხვა რამეშია საქმე - ასეთი სმის კულტურა აქვთ. შედიხარ რესტორანში - ზის 5 ადამიანი, მაგიდაზე უდევთ 1 ბოთლი არაყი. ამიტომაც არ თვრებიან, და მათ რესტორნებში ყოველთვის მშვიდი სიტუაციაა.
ნული აგრესია. ბევრ ჭამენ, ბევრს ცეკვავენ, და თითქმის არ ჩხუბობენ.
იქ არაა არც ქუჩის (მასობრივად) და არც სუფრის აკადემია. ამიტომაც არის თურქეთი მსოფლიოს მე-15 ეკონომიკა, თქვენ კი ნეხვში ზიხართ.
გამოფხიზლდით ბოლოს და ბოლოს. ან მოიშორებთ ამ 2 აკადემიას, ან 50 წელიწადში ამ ტერიტორიაზე სხვა ერები იქნებიან.