დღესდღეობით მოსახლეობა ფასების გაძვირებას უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე ეს საშუალო ინფლაციაში ჩანს, რომელიც 5.2-ია. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია ავიღოთ ხელფასების დონისა და მოხმარების სტრუქტურის სტატისტიკა.
ძირითადად რა ხელფასებია საქართველოში რომ გავიგოთ, უფრო უკეთესი საზომი არის მედიანური ხელფასის სტატისტიკა. 2024 წელს მედიანური ხელფასი იყო 1 332 ლარი. ამ თანხას რომ გამოვაკლოთ საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო, დაგვრჩება დაახლოებით 1 044 ლარი. ანუ ხელზე ხელფასის სახით ადამიანები დიდწილად იღებენ მსგავს ხელფასს.
თვეში რომ ადამიანურად ვიკვებოთ რამდენი ლარია საჭირო?
წარმოვიდგინოთ რომ ხელფასი გვაქვს 1044 ლარი. სულ რომ ეკონომია გააკეთო, თვეში მინიმუმ 400-500 ლარი მაინც გინდა საჭმლისთვის.
ანუ გამოდის რომ ყოველთვიურად შენი შემოსავლის 50% მიდის საჭმელში. ახლა სურათს შევხედოთ, სადაც ჩანს რომ ერთ წელში სურსათი 11.7% ით გაძვირდა. ეს ნიშნავს რომ თუ წინა წელს 500 ლარით ახერხებდი თვიდან თვემდე საკმარი საკვები გეყიდა, ახლა 11.7%-ით მეტის გადახდა გიწევს რომ იგივე რაციონი იყიდო.
ფასების გაძვირების დროს გვაქვს ორი ვარიანტი: ან რაციონი შევამციროთ, ან სხვა ხარჯები შევამციროთ. ნების მიერ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ჩვენივე კეთილდღეობის შემცირება.( აქ ის სცენარია როცა შემოსავალი იგივე რჩება). ესაა ინფლაცია. საშუალო ინფლაცია 5.2%-ია, თუმცა სურსათის ფასები გაცილებით სწრაფად იზრდება, იმ სურსათის, რომელსაც ჩვენს ხარჯებში 40-50%-იანი წილი უკავია.
ინფლაცია ჭამს ჩვენი ფულის ძალას და ამცირებს ჩვენს კეთილდღეობას. ამას ემატება ისიც, რომ ხელფასები სიხისტით ხასიეთდება, რაც, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ ფასები თუ სწრაფად იზრდება, ხელფასების ზრდა შედარებით ნელა ხდება, რაც ამცირებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს.