შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში  აბაშა - ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 5 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.  

ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.