საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა თბილისის მახარისხებელი სალოკომოტივო დეპო და სადგური დაათვალიერა. ლაშა აბაშიძე თანამშრომლებს შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა ინფორმაცია არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. როგორც რკინიგზის გენერალური დირექტორი განმარტავს, კომპანიის ხელმძღვანელობა, კერძოდ თითოეული ფილიალი აქტიურ კომუნიკაციაში იქნება ტექნიკურ პერსონალთან.

,,კომპანიის განვითარება და წარმატება სწორედ თითოეული რკინიგზელის ყოველდღიურ მუშაობაზე არის დამოკიდებული. მაქსიმალურად ვეცდები რაც შეიძლება მეტ თანამშრომელს შევხვდე და მათგან მოვისმინო ინფორმაცია.” - აცხადებს ლაშა აბაშიძე. 

რკინიგზის გენერალური დირექტორი გასვლით შეხვედრებს რეგიონებშიც გეგმავს.