გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განაგრძობს - რაიონს კიდევ ერთი ახალი მოსასვენებელი სივრცე შეემატება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი სამუშაოები ანგია ზოჭორიშვილის ქუჩაზე, N3 კორპუსთან მიმდინარეობს.
„ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს