2024 წლის ბათუმის ნავსადგურის ტვირთების გადამუშავების და ნავთობის გატარების მაჩვენებლების წინა წელთან შედარება, ხშირ შემთხვევაში იძლევა არასწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
რა გვაქვს მხედველობაში? იმისათვის რომ ამა თუ იმ სატრანსპორტო ობიექტის, ჩვენს შემთხვევაში ბათუმის ნავსადგურის ფუნქიონირება სრულფასოვნად შეფასდეს აუცილებელია:
ა. განხორცილედეს 10 წლიანი ტრენდის გასთვალისწინებით შედარება;
ბ. გადამუშავებული ტვირთების და ფაქტიური გამტარუნარიანობის ათვისების თანაფარდობის შედარება;
ბათუმის ნავსადგურის ჯამური გამტარუნარიანობა, არსებული ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს წელიწადში 18.5 მლნ ტონას და 200 000 TEU ს.
ტვირთების სპეციფიკიდან გამომდინარე ნავსადგური ამუშავებს მშრალ ტვირთებს – წლიური გამტარუნარიანობის შესაძლებლობა 2.5 მლნ ტონა, (მე – 7, 8 ,9 ნავმისადგომი). აქ გაერთიანებულია მე – 7 ნავმისადგომზე განლაგებული კარბამიტის გადამამუშავებელი ნავმისადგომი.
ნავთობი და ნავთოპროდუქტები – წლიური გამტარუნარიანობის შესაძლებლობა 15 მლნ ტონა (1, მე – 2, 3 უნავმისადგომო ჩამოსასხმელი).
საბორნე და გენერალური ტვირთისთვის – წლიური გამტარუნარიანობის შესაძლებლობა 0.7 მლნ ტონა (მე – 6 ნავმისადგომი).
საკონტეინერო ტერმინალი – წლიური გამტარუნარიანობის შესაძლებლობა – 200 000 TEU ( მე 4, 5 ნავმისადგომი).
ნავსადურების მიერ ნავთობის და ნავთოპროდუქტების გატარების 10 წლიან ტრენდს თუ გავაანალიზებთ, თვალნათელია, რომ 2013 წლიდან ნავთობის გადატვირთვა მცირდება 5.7 მლნ ტონიდან და 2018 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ნიშნული 0.9 მლნ ტონა. რის შემდეგ ნავთობნაკადი გაიზარდა და 2024 წელს მიაღწია არცთუ ისე მაღალ მაჩვენებს 1.8 მლნ ტონას. ფაქტიურად 2013 წელთან შედარებით, 2024 წელს 3 ჯერ შემცირდა ნავთობის გატარება (იხ დიაგრამა).
მოსალოდნელი იყო, რომ საომარი დაპირისპირების შედეგად, შესაძლებელი იქნებოდა, ვოლგა – დონის არხიდან ნავთობნაკადის საქართველოზე გამავალი დერეფნით გადმორთვა, რაც აისახებოდა როგორც რკინიგზაზე ასე ბათუმის ნავსადგურში – რაც მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.
რაც შეეხება ნავსადგურში ნავთობნაკადის გატარების და გამტარუნარიანობის ათვისებას, 15 მლნ ტონიდან, მხოლოდ 1.8 მლნ ტონა იქნა 2024 წელს გატარებული რაც, რაც ნავსადგურის სანავთობო ინფრასტრუქტურის დაბალი 12% იანი დატვირთვით გამოყენებაზე მიუთითებს.კონტეინერების გადამუშავების 10 წლიან ტრენდს თუ გავაანალიზებთ, 2015 წლიდან საკონტეინერო ნაკადის ზრდამ განაპირობა, დადებითი ტენდენცია – ტერმინალის სიმძლავრის 200 000 TEU მდე გაზრდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წელს ნავსადგურმა 91 200 TEU გადაამუშავა, გამოდის, რომ ნავსადგურმა საკონტეინერო სიმძლავრე მხოლოდ 45% ით აითვისა, რაც მიუთითებს, კონტეინერების ტვირთბრუნვაში მნიშვნელოვანი რეზერვის არსებობაზე (იხ. დიაგრამა).
მშრალი ტვირთების ნავმისადგომების 10 წლიან ტრენდს თუ გავაანალიზებთ, 2013 წლიდან მუდმივად მცირდებოდა ტვირთბრუნვა და 2019 წელს მინიმუმს 0.9 მლნ ტონას აღწევს, რის შემდეგაც ბოლო წლებში გაიზარდა და 2024 წლის მაჩვენებლის გათვალისწინებით – მშრალი ტვირთების ნავმისადგომების ჯამურმა დატვირთულობა – 70 % ს მიაღწია.
შედარებით მაღალი მაჩვენებელი, უპირველეს ყოვლისა მე 7 ნავმისადგომზე ქიმიური ტვირთის მაღალი დატვირთულობითაა განპირობებული (იხ დიაგრამა).
მე 7 ტერმინალის მაღალი დატვირთვით ფუნქიონირება, კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ცენტრალურ აზიაში არსებული ტვირთნაკადის და საქართველოში, ამ ტვირთის შესაბამისი ტერმინალების სინქრონული განვითარება.
საბორნე კომლექსი – ძირითადად გამოიყენება ბორნების და გენერალური ტვირთების დასამუშავებლად, როგორც 10 წლიანი ტრენდიდან ჩანს, 2013 წლიდან საბორნე კომპექსი მაქსიმალური დატვირთვით გამოიყენებოდა, რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შემდგომ, როდესაც უკრაინულმა ბორნებმა შეწყვიტეს ფუნქიონირება, საბორნე კომპექსზეც შემცირდა ტვირთბრუნვა და 2024 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს – 0.2 მლნ ტონას გაუტოლდა, რაც საბორნე კომპლექსის სიმძლავრის – 28 % ით გამოყენებას შეესაბამება (იხ. დიაგრამა).
იანვრის დასაწყისში, უკრაინულმა სანაოსნო კომპანია უკრფერიმ განაახლა ვარნა – ბათუმი – ვარნის მიმართულებით ფუნქციონირება, რამაც დადებითად უნდა იმოქმედოს საბორნე ტერნინალზე ტვირთების ზრდაზე.
დასკნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ბათუმის ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების და გამტარუნარიანობის ათვისება, არათანაბრადაა გადანაწილებული და მიუთითებს იმაზე, რომ ნავსადგურს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი რეზერვი გააჩნია. (იხ ცხრილი).
წყარო: transcor.ge