გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, ამჯერად, საგზაო სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 565 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს  გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე  ადგილზე გაეცნო.